პროდუქციის კატალოგი

შტრაუმანი

შტრაუმანი არის გლობალური ლიდერი იმპლანტოლოგიისა და რეკონსტრუქციული სტომატოლოგიის სფეროში. კომპანია გამოირჩევა ინოვაციური პროდუქტებითა და სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უმაღლეს ხარისხსა და საიმედოობას. შტრაუმანის იმპლანტები და აღდგენითი პროდუქტები ეხმარება სტომატოლოგებს, მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.

გაისტლიხი

Geistlich წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიომატერიალების მწარმოებელს, რომელიც სპეციალიზდება ძვლისა და რბილი ქსოვილების რეგენერაციაში.  Geistlich Bio-Oss® – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებული ბიომატერიაა, რომელიც ძვლის აღდგენაში გადამწყვეტ როლს ასრულებს – კვლევებით დადასტურებულია, რომ ის უზრუნველყოფს 95%-მდე წარმატების მაჩვენებელს ძვლის რეგენერაციაში.

ჰუფრედი

Hu-Friedy არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. მათი პროდუქცია მოიცავს ორთოდონტიის, ქირურგიისა და პროფილაქტიკისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, რომლებიც აღიარებულია პროფესიონალების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევებით დადასტურებულია, რომ Hu-Friedy ინსტრუმენტები არამხოლოდ დიდხანს ინარჩუნებენ იდეალურ მდგომარეობას, არამედ უზრუნველყოფს ოპერაციების სიზუსტეს.

ნეოდენტი

Neodent არის ბრაზილიური წამყვანი ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება სტომატოლოგიურ იმპლანტებში და Straumann-ის შვილობილი კომპანიაა. ცნობილია თავისი მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი პროდუქციით, რომელსაც 98%-იანი წარმატების მაჩვენებელი აქვს იმპლანტაციის პროცესში. Neodent-ის იმპლანტები ქმნიან იდეალურ გარემოს ძვალში და უზრუნველყოფენ სწრაფ აღდგენასა და გრძელვადიან შედეგებს.