🥳 კომპანია “ბანა”-ს ორგანიზებით გაიმართა გამორჩეული კონფერენცია, რომელიც მასპინძლობდა Neodent-ის საერთაშორისო დონის ექსპერტს — Dr. Sergio Rocha Bernardes-ს.
🎤 კონფერენციის თემა იყო:
“ექსტრაქცია – იმპლანტაცია, დაუყოვნებელი დატვირთვა”
სერჯიო ბერნანდესმა დეტალურად განიხილა იმპლანტაციის უახლესი მიდგომები, თანამედროვე მიდგომების ეფექტურობა და პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებიც ექიმებს ეხმარებათ მკურნალობის პროცესის გამარტივებასა და ეფექტურად წარმართვაში.
📸 ღონისძიება ჩატარდა ინტერაქტიულ და მაღალი ხარისხის ფორმატში — პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნით, რეალური შემთხვევების განხილვითა და მონაწილეთა ჩართულობით.
🙏 კომპანია BANA მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და ინტერესისათვის!
ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ საერთაშორისო დონის ცოდნა და სტომატოლოგიური სფერო მუდმივად განვავითაროთ საქართველოში!



