BANA ქართველ ექიმებთან ერთად ვენეციაში!
2025 წლის 16-20 მარტს, ვენეციაში გაიმართება Straumann-ის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები – სერხიო პიანო, პაულო კასენტინი და მატეო ჩიაპასკო – თანამედროვე იმპლანტოლოგიაში ციფრული პროტოკოლების ახალ სტანდარტებზე იმსჯელებენ.
BANA-ს მხარდაჭერით, ჩვენი პარტნიორი ქართველი ექიმები კონფერენციაზე დასწრებით მიიღებენ უახლეს ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მომავალში ქართულ სტომატოლოგიაშიც აისახება.
⚡ ერთად ვნერგავთ ინოვაციებს და ვაუმჯობესებთ სტომატოლოგიურ სერვისებს საქართველოში!


